|
2017-04-11 15:37:31, 1762 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ექსპერტ მარგარეტ ნიკოლსონს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო ექსპერტს მარგარეტ ნიკოლსონს შეხვდა, რომელმაც საქართველოს 2014-2020 წლების ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმ მნიშვნელოვან წარმატებაზე, რომელსაც ქვეყანამ დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მიაღწია. პრემიერმა საერთაშორისო ექსპერტს მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი კვლევის მომზადებისთვის, რომელშიც ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ არის აღიარებული და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით რეფორმებს განაგრძობს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის და სამთავრობო სამოქმედო გეგმის განხორციელება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და ამაზე მიუთითებს ის რეფორმებიც, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, საკუთრების უფლების, პენიტენციური სისტემის, მედიაპლურალიზმის, სამართლიანი არჩევნების, ბიზნესის თავისუფლებისა და ანტიდისკრიმინაციული პრინციპების განმტკიცების მიმართულებით განხორციელდა. საქართველოს 2014-2020 წლების ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებული ანგარიში საერთაშორისო ექსპერტმა მეგი ნიკოლსონმა USAID-ის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით (UNDP) მოამზადა. შეხვედრას გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი, USAID-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი დემოკრატიის, მართვისა და სოციალური განვითარების საკითხებში მონიკა აზიმი, UNDP-ის ადამიანის უფლებების დაცვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პროგრამის კოორდინატორი რუსუდან ტუშური, USAID-ის პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე, ხოლო საქართველოს მხრიდან - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვის და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე, და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი დაესწრნენ.
უმრავლესობის სხდომა გაიმართება
კალასმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, კიევს საჰაერო თავდაცვის რაკეტები გადასცენ
„თეგეტა“ Farizon-ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს – გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
რუსულმა დარტყმამ უკრაინაში გერმანული კომპანია Kärcher-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)