|
2017-04-10 15:30:34, 2496 ნახვა
სამხედრო
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უჩა ძოძუაშვილი „დელტას“ გენერალური დირექტორის პოსტზე აღადგინეს
თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის "დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობაზე აღადგინეს. ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. ძოძუაშვილის „დელტას“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე აღდგენის საფუძველი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა. მან უჩა ძოძუაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა, რომლითაც თავდაცვის მინისტრის 18.05.2016 წლის #1666 ბრძანების ბათილად ცნობას და სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტას“ გენერალური დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე აღდგენას ითხოვდა. „თავდაცვის სამინისტრომ, უწყებამ, რომელიც პატივს სცემს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიიღო გადაწყვეტილება, გააბათილოს 2016 წლის მაისში მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ბრძანება და აღადგინოს უჩა ძოძუაშვილი იმ თანამდებობაზე, რომელ თანამდებობაზეც ის მუშაობდა 2016 წლის მაისამდე“,-განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში. შეგახსენებთ, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან თინა ხიდაშელმა გაათავისუფლა. გათავისუფლების მიზეზად სამინისტრომ კახეთში მოსული სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში შესწავლა დაევალა. როგორც ცნობილია, კახეთის მოსახლეობა ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ ”დელტამ” სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები დროულად არ გამოიყენა. კახეთის რეგიონში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)