|
2017-04-09 10:41:12, 1619 ნახვა
სხვადასხვა
შსს-ს დანაყოფებს იორდანიის ჟანდარმერიის დელეგაცია ეწვია
საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟანდარმერიის დელეგაცია, გენერალური დირექტორის, გენერალ-მაიორ ჰუსეინ ალ ჰავათმეს ხელმძღვანელობით, შსს-ს დანაყოფების მუშაობას გაეცნო. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიას და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორ მინდია ლორთქიფანიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და იორდანიის შს სამინისტროს ჟანდარმერიის დეპარტამენტს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს. იორდანიის ჟანდარმერიის დირექტორმა საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ჟანდარმერიებისა და გასამხედროებული პოლიციის სტატუსის მქონე ძალების გაერთიანებაში (FIEP) გაწევრიანებასთან დაკავშირებით სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და სპეციალური ოპერაციების ძალების გამოფენასა და კონფერენციაზე (SOFEX) მიიწვია, რომელიც იორდანიაში გაიმართება. SOFEX-ის ფარგლებში, ქართულ მხარეს შესაძლებლობა ექნება, საერთაშორისო გამოწვევებზე ორიენტირებულ პრაქტიკულ წვრთნებში მონაწილეობა მიიღოს და სხვადასხვა ქვეყნის სპეცდანიშნულების ძალებთან ტერორიზმთან და სხვა გამოწვევებთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობა გააღრმავოს. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“ დაათვალიერეს და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)