14:44 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-05 11:41:40, 2298 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გიორგაძე - კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტთ, რომელი მინისტრები დაესწრებიან პრეზიდენტის გამოსვლას

„შიდა კონსულტაციების შემდეგ, ჩვენ გადაწყვეტთ, ვინ იქნებიან ის მინისტრები, ვინც პარლამენტში პრემიერ-მინისტრთან ერთად პრეზიდენტის გამოსვლას დაესწრებიან“, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, პრემიერი პარლამენტის სხდომას რამდენიმე მინისტრთან ერთად დაესწრება.

„დებატების გამართვის პრობლემას ვერ ვხედავთ. რა  საკითხები იქნება წარმოდგენილი თავად პროცესი გვიჩვენებს. რაც შეეხება მინისტრების დასწრებას, რამდენიმე მინისტრთან ერთად მივა პრემიერი. შიდა კონსულტაციის შემდეგ გადავწყვეტთ, ვინ იქნებიან ეს მინისტრები“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე მოხსენებით 7 აპრილს წარსდგება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics