|
2017-04-04 19:45:47, 1732 ნახვა
პოლიტიკა
IRI: შემდეგ კვირას რომ ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 26% ხმას „ოცნებას“ მისცემდა, 15% კი, „ნაცმოძრაობას“
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თავის რეგიონში ყველაზე აქტიური პარტია „ქართულ ოცნებაა“. უფრო კონკრეტულად, თავის რეგიონში ყველაზე აქტიურ პარტიად „ქართული ოცნება“ რესპოდენტთა 29%-მა დაასახელა, „ნაციონალური მოძრაობა“ – 12%-მა, 50%-მა კი, არც ერთი პარტია არ დაასახელა. რაც შეეხება კითხვას - „რომელ პარტიას შეუძლია ყველაზე წარმატებულად ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარება“, გამოკითხულთა 13%-მა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებას“, 10%-მა „ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა, 2%-მა „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“, 38%-მა კი, არც ერთი პარტია არ დაასახელა. გარდა ამისა, კითხვაზე „შემდეგ კვირას რომ ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, რესპოდენტთა 26%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 15%-მა - „ნაციონალური მოძრაობა“, 7%-მა -„ევროპული საქართველო“, 6%-მა „ლეიბორისტული პარტია“, 4%-მა კი, „პატრიოტთა ალიანსი“. გარდა ამისა, კითხვაზე - „რომელ პოლიტიკურ პარტიას არ მისცემდით ხმას არასოდეს“ გამოკითხულთა 27%-მა განაცხადა, რომ „ქართული ოცნებას“, 25%-მა „ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა, 8%-მა „დემოკრატიული მოძრაობა“, ასევე 8%-მა „გირჩი“, 7%-მა „ევროპული საქართველო“, 7%-მა „პატრიოტთა ალიანსი“, 6%-მა „ლეიბორისტული პარტია“, 4%-მა „რესპუბლიკელები“, ხოლო 3%-მა „თავისუფალი დემოკრატები“. ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით. საველე სამუშაოები შეასრულა „აიფიემ კვლევებმა“. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2017 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით, რესპოდენტებთან პირდაპირი გამოკითხვის მეთოდის გამოყენებით. გამოკითხვისთვის შეირჩა საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1501 მუდმივი მაცხოვრებელი, რაც იძლევა შედეგების ქვეყნის მასშტაბით განზოგადების საშუალებას. პასუხი მიღებულ იქნა შერჩეულთა 69 %-დან, ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 % გრაფიკებში და ცხრილებში ასახული მონაცემები შეიძლება არ ჯამდებოდეს 100 პროცენტამდე, სხვადასხვა მაჩვენებლების დამრგვალების გამო. კვლევა დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს მიერ (USAID).
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
რუსულმა დარტყმამ უკრაინაში გერმანული კომპანია Kärcher-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)