|
2017-04-01 17:06:57, 2462 ნახვა
მსოფლიო
Der Spigel: 260-ზე მეტი თურქი დიპლომატი და სამხედრო, გერმანიას თავშესაფარს სთხოვს
თურქ დიპლომატთა და სამხედროთა რაოდენობა, რომლებმაც გერმანიის მთავრობას თავშესაფარი სთხოვეს 260-ზე მეტია, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Der Spigel იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, თურქი დიპლომატების და სამხედროების აღნიშნული მოთხოვნა ოფიცლიალური ბერლინის მიერ ჯერჯერობით არ დაკმაყოფილებულა. ამასთან, გამოცემის ცნობით, მიმდინარე წლის 28 თებერვლის მონაცემებით თავშესაფარს 136 დიპლომატი და სამხედრო ითხოვდა. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რომელიც გასული წლის ივლისში მოხდა, თურქეთში ფეთჰულა გიულენის მომხრეებს დევნიან. შეგახსნებთ, ოფიციალური ანკარა, ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში, პენსილვანიაში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს. გადატრიალების მცდელობის დროს 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა. მას შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ყველა სასწავლო დაწესებულება, მედია საშუალება ფეთჰულა გიულენთან კავშირის გამო დახურა. ამასთან, სამთავრობო ძალებმა ათასობით ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს და დააპატიმრეს, გიულენთან კავშირის ბრალდებით.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)