16:37 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-01 10:17:41, 2239 ნახვა

მსოფლიო
პარაგვაიში კონგრესის შენობას ცეცხლი წაუკიდეს - დაშავდა რამდენიმე ადამიანი

პარაგვაიში კონგრესის შენობას ცეცხლი წაუკიდეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დემონსტრანტებმა პრეზიდენტისთვის ხელმეორედ არჩევის უფლების მინიჭება გააპროტესტეს.

ქვეყნის 1992 წლის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტობა მხოლოდ ერთი ვადით, 5 წლის განმავლობაშია შესაძლებელი. კონსტიტუციიდან ამ მუხლის ამოღებას მოქმედი პრეზიდენტი ჰორაციო კარტესი ცდილობს.

პოლიციამ აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა.

როგორც მედია წერს, ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელები, დემონსტრანტები და პოლიტიკოსები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics