|
2017-03-31 18:19:59, 879 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია პეტრო პოროშენკოს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს პირისპირ შეხვდა. დღესვე საქართველოს თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთად უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ივან ჩერნიაკოვსკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონიალს დაესწრო. მოგვიანებით კი, ლევან იზორიამ უკრაინის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში გადაინაცვლა, სადაც უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინაში ვიზიტი პროდუქტიულად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორთან - უკრაინასთან მაქსიმალურად გაძლიერდება. „ჩვენ, თავდაცვის მინისტრთან ერთად, ხელი ერთობლივ განცხადებას მოვაწერეთ, რომელიც სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ჩვენ ერთობლივ წვრთნებში უფრო მეტი ინტენსიურობით ჩავერთვებით. ამის მზაობა უკრაინულ მხარეს აქვს. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი სამხედრო ძალები ერთად ნატოს სტანდარტებს დავუახლოვოთ და ნატოსთან უფრო მეტად თავსებადი გახდეს“ - განაცხადა ლევან იზორიამ ვიზიტის დასრულებისას. (NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)