|
2015-04-06 17:59:02, 695 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა პროგრამა „მოხალისე“ განაახლა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ ახალგაზრდული პროგრამა „მოხალისე“ განაახლა. პროგრამა იუსტიციის სახლთან ერთად ქვეყნის მასშტაბით 13 ქალაქში განხორციელდება და მასში მონაწილეობას 14-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მიიღებენ. პროგრამის მიზანი ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარებაა. პროგრამა ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს გარკვეული ტრენინგკურსის გავლის შემდეგ, გარკვეული დროით, იუსტიციის სახლის მოხალისე თანამშრომლები გახდნენ და იუსტიციის სახლის თანამშრომლებს საჭიროების მიხედვით მოქალაქეების მიღებაში დაეხმარონ. მომავალი მოხალისეებისთვის დღეიდან ინტენსიური ტრენინგები დაიწყო. პირველი ტრენინგი კი ინგლისურ ენაზე ჩატარდა, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრის ამერიკელი მოხალისე სარა იანგი უძღვებოდა. ახალგაზრდებმა ინგლისურ ენაზე მოქალაქეებთან კომუნიკაციის იმიტირებული შემთხვევები გაითამაშეს და ამერიკელი მოხალისესგან რჩევებიც მიიღეს. პროგრამა „მოხალისე“ დედაქალაქის გარდა 12 ქალაქში განახლდება. ინტენსიური ტრენინგები და პრაქტიკული საქმიანობები პროგრამის მონაწილე მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ამ კურსის გავლის შემდეგ მოხალისეები უფრო მომზადებულნი ჩაერთვებიან იუსტიციის სახლში მოქალაქეების მიღების პროცესში. როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ–ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება, მოხალისეობრივი კულტურის წახალისება და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)