13:55 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 14:48:28, 1954 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი ლიტველ კოლეგას შეხვდა - „დღევანდელი ვიზიტი განსაკუთრებული მეგობრობის მაგალითია“

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიტველ კოლეგას, დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის პრეზიდენტს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

"საქართველო ყოველდღიურად გრძნობს ლიტვის ხელისუფლების და ლიტველი ხალხის თანადგომას. დღევანდელი ვიზიტიც სწორედ ამ განსაკუთრებული მეგობრობის მაგალითია”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველო - ლიტვის პრეზიდენტებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებაზე, ცხინვალის ე.წ. რეფერენდუმზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების გახშირებული დარღვევის ფაქტებზე ისაუბრეს.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ლიტვა - საქართველოს შორის ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის განვითარებისა და მრავალმხრივი ურთიერთობის გაღრმავების შესახებ და ასევე, შავი და ბალტიის ზღვის რეგიონების ქვეყნებს შორის ურთიერთობის მნიშვნელობაზე.

აღინიშნა, რომ საქართველო უსაფრთხოების სექტორში ევროკავშირის ძლიერი მოკავშირეა და აქტიურად მონაწილეობს ცენტრალურ აფრიკაში მიმდინარე ევროკავშირის მისიაში. 

შეხვედრისას საუბარი ნატო-საქართველოს ურთიერთობებს და ნატო-ს მომავალ სამიტს შეეხო, რომელსაც მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნები დაესწრებიან. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ პარტნიორებისა და ჩვენი მოკავშირეების მხარდამჭერების მეშვეობით საქართველოს საკითხს შესაბამისი ყურადღება მიექცეს.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება ნატო-ს საქმიანობის გაფართოებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე და განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics