|
2017-03-27 18:43:43, 2002 ნახვა
კომენტარი
მღებრიშვილი: ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების 60% შს სამინისტროზე მოდიოდა
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ხვალიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის კარი ოფიციალურად გაიხსნება. როგორც მღებრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს არის დიდი ნდობა და აღიარება ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რომელიც ამავდროულად, ქვეყანას დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. მინისტრმა მოსახლეობას და განსაკუთრებით შს სამინისტროს თანამშრომლებს ვიზალიბერალიზაცია მიულოცა. „იცით, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველოს ოფიციალურად 2013 წლის თებერვალში გადმოეცა და თითქმის 3 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობას ძალისხმევა არ დაუშურებია მისი წარმატებით შესრულებისთვის. ეს იყო კომპლექსური პროცესი, რომელშიც ჩართული იყო ხელისუფლების ყველა რგოლი. ერთ-ერთ წამყვან როლს ამ პროცესში შსს ასრულებდა. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების 60% სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროზე მოდიოდა, მათ შორის, საზღვრის ინტეგრირებული მართვა, არალეგალური მიგრაციის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოდანაშაულის, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, სამართლადაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. ხვალიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის კარი ოფიციალურად გაიხსნება. ეს არის დიდი ნდობა და აღიარება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რომელიც ამავდროულად, ასევე დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)