|
2015-04-06 11:27:59, 472 ნახვა
პოლიტიკა
მირჩეა დუშა: საქართველო წინ სწორი გზით მიემართება
„საქართველო სწორი გზით მიემართება წინ. ჩვენ ჯეროვნად უნდა შევაფასოთ და ბიძგი მივცეთ ყველა იმ ძალისხმევას, რომელიც ქართულმა მხარემ არსებითი პაკეტის რეალიზაციისთვის განახორციელა“, - ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა მირჩეა დუშამ ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მირჩეა დუშამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუმინეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდამჭერია. „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ მეგობრებს, რომ მომეცა საშუალება და მოწვევა მივიღე თქვენს ქვეყანაში ჩამოსასვლელად. რუმინეთი გახლავთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მყარი და თანმიმდევრული მხარდამჭერი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მოგეხსენებათ, უკვე მეორედ, ჩვენმა საელჩომ მიიღო მანდატი თბილისში, რათა იმუშაოს ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს რანგში. ნატო-ს მთავარი ჯგუფი ძალიან მალე დაიწყებს მაქსიმალურ მუშაობას იმისათვის, რომ მოხდეს არსებითი პაკეტის განხორციელება საქართველოში. რუმინეთის წარმომადგენელი ამ გუნდში დაიკავებს ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას. საქართველოს ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ყოველთვის, როცა ნატო-ს მინისტერიალი იმართება ბრიუსელში, ნატო-საქართველოს ურთიერთობას სპეციალური კომისიისა და სესიის სხდომა ეძღვნება. რუმინეთი ის სახელმწიფოა, რომელიც თავისი საგარეო ან თავდაცვის მინისტრების თქმით და სახით, რეგულაურად უსვამს ხაზს ამ სხდომაზე იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ინტეგრაცია. იგივე ეხება უკრაინასა და მოლდოვას. ამ შეხვედრაზე ყველა ზემოაღნიშნულ საკითხებზე ვისაუბრეთ. ხაზი გაესვა საქართველოსთან თანამშრომლობას, ევროკავშირთან, ასევე იმ მნიშვნელობას, რომელსაც ვანიჭებთ საქართველოს მონაწილეობას ავღანეთის მისიაში, ასევე ევროკავშირის მისიაში საქართველოს მონაწილეობას გაესვა ხაზი. აქ ვგულისხმობ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას. აქცენტი გავაკეთეთ რიგის სამიტის მნიშვნელობაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩოებში. ორხმრივი ურთიერთობების მიმართულება გახლდათ მნიშვნელოვანი თემა, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში. საქართველოს შეიარაღებული ძალები აქტიურად იღებენ მონაწილეობას ნატო-ს მიერ ორგანიზებულ წვრთნებში. მე ხაზი გავუსვი იმ მნიშვნელოვან მიმართულებას თანამშრომლობისა, რომელიც ჩვენი სპეცდანიშნულების ძალებს შორის ხორციელდება. ასევე, ვისაუბრეთ რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილ სიტუაციაზე, განსაკუთრებით უკრაინის კრიზისის ფონზე და იმ გარემოებას გავუსვით ხაზი, რამდენად მნიშვენლოვანია უსაფრთხოების უზრუნველყოფა შავი ზღვის აუზის რეგიონში, რადგანაც ჩვენ, მეზობელი ქვეყნები ამ რეგიონში ვართ. დასკვნის სახით გეტყვით, რომ საქართველო სწორი გზით მიემართება წინ. ჩვენ ჯეროვნად უნდა შევაფასოთ და ბიძგი მივცეთ იმ ძალისხმევას, რომელიც ქართულმა მხარემ განახორციელა იმისათვის, რომ საქართველოს შეექმნა შესაძლებლობები განახორციელოს არსებითი პაკეტის რეალიზაცია. რუმინეთი კვლავ იქნება ამ პაკეტის იმპლემენტაციის ერთ-ერთი ურყევი მხარდამჭერი“, - განაცხადა მირჩეა დუშამ.
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
მოზარდი, რომელსაც მკვლელობისთვის წარდგენილი ბრალი შეუმსუბუქდა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)