22:37 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-06 10:31:56, 420 ნახვა

პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე რუმინელ კოლეგას მირჩეა დუშას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძესა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ მირჩეა დუშას შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც მინდია ჯანელიძემ რუმინსეთის თავდაცვის მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

ასევე, მინდია ჯანელიძემ რუმინელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

ჯენლიძის განცხადებით, რუმინეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ურყევი მხარდამჭერია.

„ჩვენ სტუმრად გვყავს ჩვენი მეგობარი ქვეყნის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის რუმინეთის თავდაცვის მინისტრი. საინტერესო შეხვედრა გვქონდა. საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობას, როგორც ნატო-ს, ევროკავშირის, ისე ორმხრივ ფორმატში. რუმინეთი არის ერთ-ერთი სერიოზული მხარდამჭერი ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებისა და შესაძლებლობების გაზრდის პროცესში. ამიტომ, მნიშვნელოვანია რუმინელ კოლეგებთან მუდმივი კონტაქტი. მნიშვნელოვანია ასევე ეს ვიზიტი, რათა ვიპოვოთ ახალი მიმართულებები, სფეროები, სადაც ქართველი და რუმინელი სამხედროები, თავდაცვის უწყებები ითანამშრომლებენ. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ თანამშრომლობას ორმხრივი ურთიერთობი ფორმატში. უკვე დასახული გვაქვს კონკრეტული გეგმები და ჩვენი მომავალი თანამშრომლობა ამ სფეროებში იქნება ნაყოფიერი“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
მოზარდი, რომელსაც მკვლელობისთვის წარდგენილი ბრალი შეუმსუბუქდა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics