00:04 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-24 18:38:49, 2630 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარია აჭარაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია აჭარაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი მიზანი  ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მომზადება და არსებული გამოწვევების განხილვა იყო. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ და ზურაბ პატარაძემ ყურადღება ქვეყანისა და რეგიონისთვის ტურიზმის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. მათ ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების კუთხით დაგეგმილ პროექტებზე. სტუმრებმა ქვეყნისა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების, ასევე ქვეყანაში მომსახურების განვითარების კუთხით განსახორციელებელი პროექტების შესახებ  პრეზენტაცია მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილისიგან მოისმინეს. 

ტურიზმის სექტორთან შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი და სხვა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები. 

ტურიზმის სექტორთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარიამ აჭარის მთავრობისა და ტურიზმის დეპატამენტის თავმჯდომარეებთან ერთად ბათუმის აეროპორტი, ბათუმში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები და ახალ ბულვარში საგაზაფხულო სამუშაოები მოინახულა. მინისტრმა ასევე დაათვალიერა ძველი ბულვარი, იახტკლუბი და ნავმისადგომი. 

„ზაფხულის ტურისტული სეზონი გვიახლოვდება და მნიშვნელოვანია ტურისტული სექტორი ტურისტებს მზად დახვდეს. შეხვედრის მთავარი მიზანი სწორედ ტურისტული სერვისის მიმწოდებელი ობიექტების ინფორმირება და მათთან ერთად არსებული გამოწვევების განხილვა იყო. ტურისტების დიდ რაოდენობას ჩვენ  20 მაისს, როკ-ჯგუფის Aerosmith-ის კონცერტის პერიოდში ველოდებით და  გვინდა, აჭარა ტურისტებს სათანადოდ დახვდეს.  გარდა ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს და რეკომენდაციების მიწოდებას მუნიციპალიტეტებისთვისაც, რაც არსებული ხარვეზების დროულად აღმოფხვრას ემსახურება,“ აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics