00:05 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-24 18:29:21, 2508 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკის“ მობაილბანკმა Efma-ს და SAP-ის ორი ჯილდო მიიღო

საერთაშორისოდ აღიარებულმა ორგანიზაციებმა  Efma და SAP თიბისი ბანკის მობაილბანკი საუკეთესოდ დაასახელეს  მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.  თიბისი ბანკის მობაილბანკმა მეორე ადგილი ბაზრისა და მედიის მხრიდან აღიარებისთვის მოიპოვა, როგორც საუკეთესო მობაილბანკი  IOS და Android აპლიკაციებისთვის. გარდა ამისა, თიბისი ბანკის მობაილბანკს   Efma-სა და  SAP-ის სპეციალური პრიზიც გადაეცა.

ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა Efma და  SAP დაჯილდოება ერთობლივად წელს პირველად   გამართეს. მობაილაპლიკაციების კონკურსში მონაწილეობას მსოფლიო მასშტაბით  42 ინსიტუტის 43 აპლიკაცია იღებდა.  გადაწყვეტილება პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულმა  ჟიურის წევრებმა მიიღეს, რომელთა შემადგენლობაში ბანკირები, მეწარმეები  და მედიის წარმომადგენლები შედიოდნენ.  ჟიურის წევრებს ერთი თვის განმავლობაში უნდა გაეტესტათ და შეეფასებინათ ფინანსური ინსტიტუტების ბიზნესაპლიკაციები.

გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტების მობაილბანკი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა: ფუნქციონალი, დიზაინი, მომხმარებლის კმაყოფილება და მობაილბანკის პოტენციალი.

Efma საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ბანკებმა და სადაზღვევო კომპანიებმა 1971 წელს დაარსეს. ორგანიზაცია ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებს აწვდის  ინდუსტრიის შესახებ ანალიტიკურ ინფორმაციას, რაც მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და ტრანსფორმაციაში ეხმარება. Efma-ში გაწევრიანებულია 3 300-ზე მეტი კომპანია, 130 ქვეყნიდან.

რაც შეეხება SAP-ს, ის პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მსოფლიოში სიდიდით მესამე კომპანიაა.

დაჯილდოების ცერემონია მილანში,  მცირე და საშუალო ბიზნესის სამიტის ფარგლებში გაიმართა. 

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics