10:26 - 15 Sep, 2026
|
2015-04-05 15:55:02, 744 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი: ბზობის შემდეგ მართალია, მოდის ჯვარცმა, მაგრამ მის შემდეგ აღდგომა და ამაღლებაა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სამების საკათედრო ტაძარში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგია აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა სახარებიდან ის ფრაგმენტი გაიხსენა, როდესაც იესო ქრისტე იერუსალიში შედიოდა და მას, როგორც მეფეს, ისე ეგებებოდნენ. ,,ჩვენ უფალს შევთხოვთ, რომ ეს სიხარული გაგვიგრძელოს. ამ დღესასწაულის შემდეგ, მართალია მოდის ჯვარცმა, მაგრამ ჯვარცმის შემდეგ მოდის აღდგომა და ამაღლება“,- ბრძანა პატრიარქმა. დღესვე ილია მეორემ მრევლი და საქართველოში ვიზიტად მყოფი მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები დალოცა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ბზა აკურთხეს.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)