15:36 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-24 14:22:27, 2408 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა დუმის ყოფილი დეპუტატის მკვლელის ვინაობა დაასახელა

უკრაინელი ძალოვნები რუსეთის სათათბიროს ყოფილი დეპუტატის მკვლელობას იძიებენ, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დენის ვორონენკოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი რუსეთის სპეცსამსახურების აგენტია, რომელიც უკრაინის ძალოვან სტრუქტურებში იყო ჩანერგილი.

შს მინისტრის მრჩეველის ანტონ გერაშენკოს ინფრომაციით, დეპუტატის მკვლელი პაველ პარშოვია. 

„დენის ვორონენკოვის მკვლელი უკრაინის მოქალაქე პაველ პარშოვია, რომელიც 1988 წელს ქალაქ სევასტოპოლში დაიბადა“, - ამის შესახებ ანტონ გერაშენკომ სოციალურ ქსელ Facevookის საკუთარ გვერდზე წერს.

არსებული ინფორმაციით, მკვლელი უკრაინის მოქალაქეა, ეროვნულ გვარდიაში წელიწადზე მეტია მსახურობს და რუსეთის სპეცსამსახურებმა 2014 წელს გადაიბირეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი, რომელმაც 2016 წელს პოლიტიკური დევნის გამო ქვეყანა დატოვა და უკრაინაში ითხოვა თავშესაფარი, კიევის ცენტრში გუშინ მოკლეს. თავდასხმის დროს საპასუხო ცეცხლი დენის ვორონენკოვის მცველმაც გახსნა, შედეგად მკვლელი მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

უკრაინელი ძალოვნების ინფორმაციით, მას თანამზრახველიც ჰყავდა, რომელიც ამ დროისთვის იძებნება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics