00:05 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-24 13:25:04, 2321 ნახვა

ეკონომიკა
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 3.6%-ით შემცირდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი მარტისთვის 16.5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც პირველი თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.4 პროცენტით ნაკლები) 619.1 მილიონი ლარით, ანუ 3.6 პროცენტით ნაკლებია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 508.8 მლნ ლარით ანუ 5.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 1.5 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 110.2 მლნ ლარით, ანუ 1.5 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.1 პროცენტით).  

„მიმდინარე წლის პირველი მარტისთვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 29.56 პროცენტი შეადგინა. პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.47 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.8 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.8 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  -  3.0 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 85.4 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 12.0 პროცენტი შეადგინა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics