|
2017-03-22 19:50:16, 2440 ნახვა
მსოფლიო
ლონდონში ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და ქვეითები გაიტანა - ინციდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა
ლონდონში, ვესტმინსტერის ხიდთან ავტომობილი რამდენიმე ქვეითს და სამართალდამცველს გამიზნულად დაეჯახა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ პარლამენტის შენობის წინ დანით შეიარაღებულ თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა. მედია საშუალების ინფორმაციით, ლონდონში, მომხდარის შედეგად, 12-მდე ადამიანია დაშავებული. როგორც BBC წერს, პარლამენტის შენობაში შესასვლელი გადაკეტილია, ხოლო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი შენობიდან უსაფრთხო ადგილას უკვე გადაიყვანეს. სკოტლანდ იარდის ინფორმაციით, ინციდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. ამასთან, ამ დრომდე უცნობია, იყო თუ არა დაგეგმილი მანქანის შეჭრა ტროტუარზე თუ ეს უბრალოდ ავტოსაგზაო შემთხვევაა. ცნობისთვის, თავდამსხმელი (მამაკაცი, რომელიც დანით იყო შეიარაღებული), ლიკვიდირებულია. თვითმხილველების თქმით, შეიარაღებულმა მამაკაცმა დანა ჯერ პოლიციელს დაარტყა, შემდეგ კი პარლამენტის შენობისკენ გაიქცა, თუმცა ამ დროს სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)