|
2017-03-22 13:08:39, 2278 ნახვა
ეკონომიკა
სკანდინავიურ -ბალტიური რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტების თავმჯდომარეები ტექნოპარკს ეწვივნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების სააგენტოს ტექნოპარკს დღეს სკანდინავიურ - ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები ეწვივნენ. უცხოელ სტუმრებს ტექნოპარკში მასპინძლობა გაუწია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ. მან დელეგაციის წევრებს ტექნოპარკში მიმდინარე პროექტები გააცნო. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: დანიის პარლამენტის (ფოლკეტინგი) თავმჯდომარე პია კარსგაარდი; ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუ) თავმჯდომარე ეიკი ნესტორი; ლატვიის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე; ლიტვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისი; ნორვეგიის პარლამენტის (სტორტინგი) თავმჯდომარე ოლემიკ ტომესენი; ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არტო სატონენი; ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სტეინგრიმურ სიგფუსონი; ასევე შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარტინა ქვიქი. სტუმრებმა ტექნოპარკის სივრცე დაათვალიერეს და სააგენტოს პროგრამებსა და პროექტებს გაეცნენ. შედგა ორმხრივი შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრ ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და სტარტაპების განვითარების კუთხით. ასევე, NB8-ის წევრი ქვეყნებისგან გამოცდილების გაზიარება და ქართულ სტარტაპებსა და მათ სტარტაპებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს ინფორმაცია ჰქონდეთ საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ინოვაციების სააგენტოს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ. ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების დელეგაცია საქართველოს 20 მარტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს მართავს საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან. (NS)
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)