22:40 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-04 17:47:32, 620 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით კითხვები მაქვს

„რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები და კითხვები მაქვს“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს  გაუჩნდება კითხვები თუ რატომ მოხდა ქარხნის დაყადაღება.
„საკითხი არასწორად იქნა გაგებული.  ისე არ არის, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ვთხოვე, რომ ჩაერიოს.  მე ძალიან კარგად ვიცი,  როგორც ხდება.  არსებობს დისციპლინარული კომისია, არსებობს სხვა  საშუალებები, რომლითაც შეიძლება ამის გარკვევა, თუ რატომ  მოხდა მსგავი უსამართლო გადაწყვეტილების  მიღება. ეს ნებისმიერ ჯასაღად მოაზროვნე ადამიანის გონებაში ბადეს ძალიან ლოგიკურ სწორ კითხვას და ეჭვებს. ამის უკან ხომ არ დგას რამე კორუფციული ინტერესი?  ასე, რომ როცა მითუმეტსეს კომპანია აცხადებს, რომ აღნიშნულ დავალიანებას  4500 ლარს გადაიხდის, ამას მოსამართლე არ იზიარებს, უკაცრავად ბოდიში მომითხოვია ყველასთან მაგრამ  მე მაქვს კიდევ ერთხელ ვიმეორებ სერიოზული ეჭვები და  კითხვები“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
  შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაყადაღებაზე მოსამართლის გადაწყვეტილებით დაინტერესდება. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, 4 500 ლარის დავალიანების გამო საწარმო დაყადაღებულია. მისივე თქმით, მოსამართლის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება არის აბსოლუტურად გაუმართლებელი, დივერსიული და ის საზოგადოების წინაშე განმარტებებისთვის უნდა წარსდგეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
მოზარდი, რომელსაც მკვლელობისთვის წარდგენილი ბრალი შეუმსუბუქდა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics