|
2017-03-20 13:50:25, 912 ნახვა
სამხედრო
საინჟინრო ბრიგადის ასეულისთვის საბაზისო სწავლება დაიწყო
საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლება დაიწყო. ასეულის პირად შემადგენლობას წვრთნებს გერმანიის სამხედრო ძალების რქბ სკოლის ინსტრუქტორები უტარებენ. სწავლების გახსნის ცერემონიალი დღეს საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ და გერმანიის რქბ სკოლის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მატიას არნოლდმა მიმართეს. მათ აღნიშნული სწავლებისა და საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს. პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ გერმანულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა. პირად შემადგენლობას ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვინი ზეზვა ნავერიანიც მიესალმა. 2016 წელს გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადას სპეციალური სადეკონტემინაციო სატვირთო მანქანები გადასცა. საბაზისო სწავლება 20-დან 31 მარტის ჩათვლით, საქართველოში პირველად იმართება. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სწავლების ფარგლებში საბაზისო, საჭირო უნარ-ჩვევების ათვისებას შეძლებენ, რომელიც მათ სპეციალური სადეკონტემინაციო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებაში დაეხმარება. დღესვე, გერმანელმა სტუმრებმა და საინჟინრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ბრიგადის ტერიტორიაზე გამოფენილი სადეკონტემინაციო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. მომავალში, ასეულის შესაძლებლობების განვითარებისა და პროფესიონალიზმის ამაღლების მიზნით, ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება იგეგმება. (NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)