|
2017-03-17 14:17:49, 1994 ნახვა
კომენტარი
ხუციშვილი: არალეგალებმა უნდა მოიწესრიგონ სტატუსი, სხვა შემთხვევაში მათზე შეღავათები არ გავრცელდება
შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, ქართველი მესაზღვრეები, რომლებსაც ექნებათ ინფორმაცია, რომ მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში სამოგზაუროდ მიდიან, მათ დეტალურად შეუმოწმებენ საბუთებს. მისივე განმარტებით, ეს გაკეთდება იმისათვის, რომ თუ საქართველოს საზღვარზე მოქალაქეებს შეექმნებათ პრობლემები გარკვეული საბუთების უქონლობის გამო, მესაზღვრეები მათ მისცემენ გაფრთხილებას, რათა იგივე პრობლემა შენგენის ზონის ქვეყნებში არ შეექმნათ. თუმცა ხუციშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აღმოჩნდება, რომ მოქალაქეებს შენგენის ზონაში სამოგზაუროდ გარკვეული საბუთები აკლიათ, მესაზღვრეები მათ გადაადგილებას არ შეზღუდავენ. „მესაზღვრეებმა გაირეს ტრენინგი და ნაწილი ახლა გადის ტრენინგს, ეს ტრენინგი შევიმუშავეთ ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად. ყველა მესაზღვრე ყველა მოქალაქეს, რომელიც გაივლის საზღვარს, თუ მესაზღვრეს ეცოდინება, რომ ევროკავშირის ქვეყანაში მიდის, დეტალურად შეუმოწმებს საბუთებს, თუ რა საბუთები სჭირდება მას, რათა თუ ჩვენს საზღვარზე შეექმნება პრობლემა, იგივე პრობლემა არ შეექმნას, როცა ჩავა შენგენის ქვეყანაში. მესაზღვრე ეტყვის მაგალითად, თქვენ არ გაქვთ წესრიგში უკან დასაბრუნებელი ბილეთი, ან ჯავშანი და გააფრთხილებს, რომ თქვენს წასვლას აზრი არ აქვს, რადგან არ შეგვიშვებენ. თუმცა საზღვარზე არავის დაკავება არ მოხდება, ყველას აქვს უფლება, იმოგზაუროს, თუმცა მაქსიმალურად დავეხმარებით, ჰქონდეთ დეტალური ინფორმაცია, რა მოეთხოვებათ, რა აქვთ წესრიგში და რა არა“, - განაცხადა ხუციშვილმა. მისივე თქმით, მათ, ვინც ევროკავშირში არალეგალურად ცხოვრობს, სტატუსი უნდა მოიწესრიგონ. ხუციშვილის განმარტებით, ვიზალიბერალიზაციის შეღავათები მათზე სანამ სტატუსს არ მოიწესრიგებენ, არ გავრცელდება.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)