|
2015-04-03 18:19:27, 399 ნახვა
პოლიტიკა
სოსო ცისკარიშვილი: რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაყადაღების საკითხი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის გზაში დაწეული სირცხვილია
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაყადაღების საკითხზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებებს ბოლომდე იზიარებს. როგორც ცისკარიშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, შესაძლოა მოსამართლესთან დაკავშირებით პრემიერის დღევანდელი განცხადება ვინმემ სასამართლოს საქმიანობაში ჩარევად აღიქვას, თუმცა მისივე აზრით, ღარიბაშვილის მხრიდან ამ განცხადების გაუკეთებლობა ქართულ ეკონომიკასა და ბიზნესს მეტ ზიანს მიაყენებდა. ცისკარიშვილის განცხადებით, მოსამართლე, რომელმაც რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო, პროცესებზე ერთი მხარის ინტერესებს იცავდა. სოსო ცისკარიშვილის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება ზოგიერთი მოსამართლისთვის გამაფრთხილებელი იქნება, რომ საქართველოში სუბიექტური გადაწყვეტილებების დრო წავიდა. "ნუ წავართმევთ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას ბატონ პრემიერ-მინისტრს. რასაკვირველია, ჯობდა, რომ ეს ფრაზეოლოგია გაჟღერებულიყო მისი პრესმდივნის მიერ, მაგრამ აბსოლუტურად ვიზიარებ იმ შეფასებებს, რასაც ამჟღავნებს ირაკლი ღარიბაშვილი ამ შემთხვევაში. რადგან მართლაც უკანობის და არაეთიკური ქმედების მავნე მაგალითია ზოგადად სამართლიანობისთვის და მოსამართლისთვის არ იყო რაიმე სიახლე ამ საქმესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, რადგან ის უკვე მერამდენე სასამართლოა, როცა მხოლოდ ერთი მხარის ინტერესებს იცავდა და მთლიანად ეს საკითხი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის გზაში დაწეული სირცხვილია კიდევ ერთხელ. ამდენად, შეიძლება ვინმემ აღიქვას ჩარევად , მაგრამ ჩემი აზრით, ამ განცხადების გაუკეთებლობა მეტ ზიანს მიაყენებდა ქართულ ეკონომიკასა და ქართულ ბიზნესს და გაჟღღერბა ამ უკუღმართობისა, მხოლოდ ხელშეწმყობი იქნება და გამაფრთხილეებლი იქნება შემორჩენილი ამგვარი მოსაზრებების მქონე მოსამრთლეებისთვისაც, რომ სუბიექტური გადაწყვეტილებების ჟამი წავიდა საქართველოში",-განუცხადა "ექსპრესნიუსს" სოსო ცისკარიშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაყადაღების თაობაზე მოსამართლის გადაწყვეტილებას უგუნური და დივერსიული უწოდა. ღარიბაშვილის თქმით, აღმაშფოთებელია, როცა 5000 ლარამდე დავალიანების გამო, 120 მლნ დოლარის ღირებულების საწარმოს დაყადაღება და იქ დასაქმებული 2500 ადამიანის სამსახურის გარეშე დატოვება ხდება. პრემიერის განმარტებით, ის სასამართლოს საქმიანობაში არ ერევა, თუმცა, მიიჩნევს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას და მოსამართლე, რომელმაც რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო, საზოგადოების წინაშე უნდა წარდგეს და ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი განმარტოს. პრემიერი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ამ საქმით დაინტერესდება.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)