|
2017-03-15 11:31:17, 2504 ნახვა
ეკონომიკა
ბაზარზე ასეპტიკური ტექნოლოგიით დამუშავებული ქართული ნატურალური წვენი „ჩერო“ გამოჩნდა
ქართულ ბაზარზე ასეპტიკური ტექნოლოგიით დამუშავებული, ქართული ნატურალური წვენი „ჩერო“ გამოჩნდა. პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც დაახლოებით 25 მილიონი ლარია, ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“ „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში განახორციელა. პროექტის ფარგლებში „ზედაზენში“ დამატებით 100-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება. პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ. გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფოს თანამონაწილეობს პროექტის ნაწილის სესხის დაფინანსებაში, საუბარია დაახლოებით, 3 მილიონ ევროზე. ,,ეს ძალზედ მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ქართული პროდუქტი უნდა იყოს კარგი, კონკურენტუნარიანი და ორიენტირებული ექსპორტულ ბაზრებზე. შესაბამისად, ეს არის ძალიან კარგი მაგალითი. მსგავსი ტექნოლოგია ჩვენს რეგიონში არ არსებობს. სასმელი წყლების ჩამოსხმის ასეპტიკური ტექნოლოგია არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე დღეის მდგომარეობით, რაც ასევე სოფლის მეურნეობის ნაწარმის განვითარებას მისცემს საშუალებას და ძალიან სერიოზული სინერგიის ეფექტი ექნება. აღარაფერს ვამბობ დასაქმებაზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. მინისტრის თქმით, დაახლოებით 20 მილიონი დოლარის პროდუქტის იმპორტი კეთდება ამ სეგმენტში და სერიოზული საექსპორტო პოტენციალიც გვაქვს. „ის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები, რომლებსაც მთავრობა ხელს აწერს, ასევე ადგილობრივი წარმოების წახალისებისა და ექსპორტის მხარდაჭერის სხვადასხვა სახის მექანიზმები, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ, კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში ნაწარმოები ქართული ნედლეულით, ქართული მაღალხარისხიანი პროდუქტი გავიტანოთ გავიტანოთ ექსპორტზე და გავყიდოთ ჩვენს ბაზრებზე“, -აღნიშნა მინისტრმა. ასეპტიკური ხაზები რეგიონისთვის უპრეცედენტოა. მისი საშუალებით ხდება ნედლეულის ცივად დამუშავება, რის შედეგადაც პროდუქტში არ ხვდება კონსერვანტები, წვენი არის სრულად ნატურალური, მასში შენარჩუნებულია ყველანაირი ვიტამინი, გემო, და სასარგებლო თვისებები. ,,საქართველოს შეემატა ახალი ძალიან საინტერესო, მაღალხარისხიანი ბრენდი ,,ჩერო,“ რაც გულისხმობს ძალიან თანამედროვე, ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა, სტერილურ გარემოში ჩამოსხმული წვენების წარმოებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად, აგროსასურსათო სექტორის განვითარებისა და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის‘’, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ნატურალური წვენის ინოვაციური წარმოება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. პირველ ეტაპზე, ერთი წლის განმავლობაში, 10 მილიონი ლიტრის წარმოება იგეგმება, თუმცა, ქარხანას 3-ჯერ მეტის წარმოების შესაძლებლობა აქვს. პროდუქცია განკუთვნილია როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე საექსპორტოდ. კომპანიის უახლოესი ამოცანაა პროდუქცია ამიერკავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპასა და დსთ–ს სივრცეში გაიტანოს. ახალ საექსპორტო ბაზრებზე დამკვიდრებას კომპანია საერთაშორისო სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობით გეგმავს.
(NS)
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)