|
2015-04-03 17:11:32, 419 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი ალასანიას განცხადებაზე: ეს არის ტყუილი და ვწუხვარ, რომ სახელმწიფოებრივი საკითხებით სპეკულირება ხდება
"ეს არის ტყუილი და ძალიან ვწუხვარ, რომ სახელმწიფოებრივი საკითხებით ხდება სპეკულირება, ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის დღევანდელ განცხადებებს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მსგავს უპასუხისმგებლო განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას საინტერესოდ არ მიიჩნევს. „ჩვენ ვნერგავთ საერთაშორისო სტანდარტებს. რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს კორუფციული ბრალდების მუხლი წაუყენეს და მისცეს პასუხისგებაში. ჩვენს მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ არავის დავაყენებთ კანონზე მაღლა. არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს პრივილეგირებული - პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრი, სამინისტროს თანამშრომელი, ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი და მიდგომა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია დღეს საჰაერო უსაფრთხოების შესახებ ხელშკერულებას გამოეხმაურა, რომელზე ხელმოწერაც საფრანგეთში უნდა განხორციელებულიყო. როგორც ალასანიამ „თავისუფალი დემოკრატების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და მოქმედმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების შეძენაზე უარი ათქმევინეს. „მინდა აღვნიშნო თუ კი ჩვენ გვინდა, ავიცილოთ ომი, ამის ყველაზე დიდი ძალაა, იყო მზად ომისთვის, მშვიდობის დაცვისთვის. ამას სჭირდება შეიარაღებულ ძალებში და ჩვენს საზოგადოებაში წინააღმდეგობის გაწევის ნება. მაგრამ ეს ნება, რომ რეალიზირდეს, მას სჭირდება შესაძლებლობები, რომელსაც ჰქვია თავდაცვითი შესაძლებლობები. სწორედ ასეთი ერთ–ერთი ფუნდამენტალური შესაძლებლობის შეძენაზე უარი ათქმევინა ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა, რადგან მათ არასდროს არავინ არ დაუკარგავთ ომში და მათ არასდროს გულწრფელი სოლიდარობა არ ჰქონიათ საქართველოს სამხედროებთან, თავდაცვასთან და ჩვენი ქვეყნის ჯართან“, – აღნიშნა ალასანიამ.
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
მოზარდი, რომელსაც მკვლელობისთვის წარდგენილი ბრალი შეუმსუბუქდა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)