|
2017-03-14 15:47:31, 2478 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გახარია: Check in Georgia-ს ბიუჯეტი შარშანდელთან შედარებით ბევრად ნაკლები იქნება
„პროექტის Check in Georgia ბიუჯეტი იქნება შარშანდელთან შედარებით ბევრად ნაკლები, თუმცა ღონისძიებების რაოდენობა იქნება მეტი", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისივე განმარტებით, ღონისძიებები უფრო ეფექტური იქნება. „ „აეროსმისტის“ კონცერტის შემდგომ დაგეგმილია დღეების მიხედვით კონცერტების რაოდენობა, რომელიც ფაქტობრივად იქნება დატენდერებული ძალიან მომხიბვლელი, კარგი და ოპტიმალური პირობებით, რათა სხვადასხვა სააგენტოებმა, პრომოუტერებმა, არა მხოლოდ უცხოელებმა, არამედ ქართველებმაც მიიღონ ამაში მონაწილეობა. აქედან გამომდინარე ზუსტი გრაფიკი დასახელებებით არ არსებობს, თუმცა ეს სულ მალე იქნება. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ გაკვირვებული იქნებით, რამდენად ეფექტურად იქნება ეს რესურსი გამოყენებული. ბიუჯეტი ბევრად უფრო ნაკლები იქნება, თუმცა ღონისძიებების რაოდენობა იქნება მეტი, კერძო სექტორის ჩართულობაც იქნება აქტიური. არ იქნება სახელმწიფოს 100%-იანი მონაწილეობა, იქნება სახელმწიფოს თანამონაწილეობა მსგავსი ღონისძიებების მოწყობაში. „აეროსმიტის“ შემთხვევა იქნება ბოლო, სადაც სახელმწიფოს სრული მონაწილეობა იყო“, -განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)