|
2017-03-14 13:03:33, 1898 ნახვა
კომენტარი
აბესაძე: სუს-ი უკანონო მოსმენებს აგრძელებდეს, რომელიც ხელისუფლებას პოლიტიკური შანტაჟის იარაღად აქვს გადაქცეული
,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, პარტია პრეზიდენტს გააცნობს მოსაზრებას, თუ როგორ არის შესაძლებელი უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო უსაფრთხოება და დაცული იყოს ადამიანის უფლებები. როგორც აბესაძემ აღნიშნა, სუს-ი უკანონო მოსმენებს აგრძელებდეს, რომელიც ხელისუფლებას დღეს პოლიტიკური შანტაჟის იარაღად აქვს გადაქცეული. ,,საქართველოს პრეზიდენტს გავაცნობთ ჩვენს მოსაზრებებს თუ როგორ არის შესაძლებელი ერთის მხრივ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო უსაფრთხოება და მეორეს მხრივ ადამიანების უფლებების დაცვის პრინციპის გათვალისწინებით შეუძლებელი იყოს სუს-ი აგრძელებდეს უკანონო მოსმენებს, რომელიც დღეს პოლიტიკური შანტაჟის იარაღად აქვს გადაქცეული ხელისუფლებას. ამისათვის აუცილებელია, რომ სააგენტო, რომელიც მოსმენებს განახორციელებს იყოს რეალურად დამოუკიდებელი, ექვემდებარებოდეს მხოლოდ პრემიერ მინისტრს და საქართველოს პარლამენტს. მასზე ხორციელდებოდეს ძლიერი საპარლამენტო კონტროლი და პარლამენტის წევრებს ჰქონდეთ რეალური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა მათი საქმიანობის კანონიერების შესწავლის მიზნით და მოსმენების განხორციელებისას არსებობდეს ე.წ. ორი გასაღების სისტემა. ასეთ შემთხვევაში დაცული იქნება სახელმწიფო უსაფრთხოება, რითაც აპელირებს ქართული ოცნება და ატყუებს საზოგადოებას, თითქოს სხვა მოდელის შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების მხრივ პრობლემები შეიქმნება. ამ მოდელის შემთხვევაში ასევე უზრუნველყოფილი იქნება ადამიანის უფლებების დაცვა და მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. დღეს, ეს ყველაფერი არის სუს-ის კეთილ ნებაზე დამოკიდებული, რომელიც ხშირ შემთხვევაში ახორციელებს უკანონო მოსმენებს, თვალთვალს და ჩაწერებს. სწორეს ამ პრაქტიკას ვერ ელევა ქართული ოცნება’’,- აცხადებს ირაკლი აბესაძე.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)