15:38 - 04 May, 2026
|
2017-03-13 13:53:10, 2654 ნახვა
მსოფლიო
ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ 180-მდე მეთაური გაანადგურა
ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა საერთაშორისო კოალიციასთან ერთად, მოსულზე იერიში განახორციელეს, რის შედეგადაც „ისლამური სახელმწიფოს“ 180-მდე მეთაური დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ქალაქის დასავლეთ ნაწილში ჩარჩენილი მებრძოლები ალყაში არიან მოქცეულნი. გასული ღამის განმავლობაში, ერაყის ძალებმა ქალაქიდან გასასვლელი უკანასკნელი გზა გადაკეტეს. ამ დროისთვის ისლამისტებისგან გაწმენდილია მოსულის 40-დან 17 კვარტალი. ცნობისთვის, მოსულის გამათავისუფლებელი ოპერაცია 2016 წლის 17 ოქტომბერს დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ჯიჰადისტები ერაყის მეორე ქალაქს 2014 წლიდან აკონტროლებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)