|
2017-03-13 11:43:06, 1293 ნახვა
სხვადასხვა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ სამეგრელო ზემო-სვანეთის 10 მუნიციპალიტეტთან მემორანდუმი გააფორმა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ზუგდიდის ტექნოპარკში, სამეგრელო ზემო-სვანეთის 10 მუნიციპალიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე და რეგიონში ინოვაციების ხელშემწყობი პროექტების განხორციელებაზე. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ გააფორმა: აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას შორის. (NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)