|
2017-03-10 13:45:49, 1034 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია იან კელის შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში აშშ-ს ელჩს იან კელის შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებს შორის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ორმხრივი თანამშრომლობა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელება იყო. „ამერიკის ელჩთან ჩამოგვიყალიბდა თანამშრომლობის ძალიან კარგი ფორმატი, სადაც ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა განვიხილოთ მიმდინარე პროცესები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროში რეფორმებთან არის დაკავშირებული. მთავარი თემა იყო ის მიმდინარე პროცესები, რომელიც უკავშირდება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის დროულ და ეტაპობრივ განხორციელებას. ამ მიმართულებით ბევრი რამ იგეგმება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად და, გამომდინარე აქედან, გადავწყვიტეთ ამ ფორმატის ინტენსიურად გამოყენება“, - აღნიშნა ლევან იზორიამ. ამერიკელ დიპლომატთან შეხვედრაზე ყურადღება უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ბრიუსელში ვიზიტსა და ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში სტუმრობის საკითხებზე გამახვილდა. აშშ-ის ელჩმა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭრაზე ისაუბრა. „ჩვენ ვითხოვეთ დღევანდელი შეხვედრა, რათა მოგვესმინა ევროპაში, მათ შორის სკანდინავიის ქვეყნებში, გერმანიასა და ბრიუსელში გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია. მინისტრმა გაგვიზიარა, თუ როგორი ნაყოფიერი შეხვედრები გამართა მან. ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ მსგავსი სახის ღონისძიებებს. ასევე შევეხეთ პროგრესს, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის იმპლემენტაციის კუთხით არსებობს. ეს პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დახმარებას წარმოადგენს და მიზნად ისახავს საქართველომ განავითაროს თავდაცვითი შესაძლებლობები, ტერიტორიული თავდაცვა. ჩვენ შესანიშნავი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოს თავდაცვის მინისტრთან“, - განაცხადა იან კელიმ. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში ამერიკული საზღვაო ქვეითი ძალების ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი უილიამ კონერი დაესწრნენ. (NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)