|
2017-03-09 13:05:03, 2843 ნახვა
მსოფლიო
შონ სპაისერი: ტრამპი WikiLeaks-ის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტების გამო შეშფოთებულია
თეთრი სახლის მდივანის შონ სპაისერის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Wikileaks-ის მიერ დაზვერვის ცენტალური სააგენტოს დოკუმენტების გასაჯაროების გამო შეშფოთებულია. როგორც სპაისერმა აღნიშნა, პრეზიდენტი შეშფოთებულია იმ ბრალდებებისა და დანაშაულებების გამო, რომელსაც, შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა, თუმცა ამ ეტაპზე მათი ავთენტურობის დადასტურება თეთრ სახლს არ შეუძლია. გარდა ამისა, მედია საშუალების იფნორმაციით, თეთრი სახლი ქვეყნის მოქალაქეებს არწმუნებს, რომ საიდუმლო დოკუმენტაციის გასაჯაროების გამო, დამნაშავე პირები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან. შეგახსენებთ, რომ გუშინ, Wikileaks-მა ათი ათასამდე დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად კომპიუტერული ვირუსების შესახებ ინფორმაციას მოიცავს. აღნიშნული ვირუსების საშუალებით, დაზვერვა კომპიუტერების, ტელეფონებისა და ტელევიზორების გამოყენებით, მოქალაქეთა ფარულ მიყურადებას ახორციელებდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ ერთობლივი გამოძიება დაიწყეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)