|
2017-03-09 12:59:40, 2994 ნახვა
მსოფლიო
WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ საიდუმლო დოკუმენტაციას აშშ-ს დაზვერვის სააგენტო ეხმაურება
ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოში მიაჩნიათ, რომ Wikileaks-ის მიერ დოკუმენტების გამოქვეყნებით, ორგანიზაციამ ამერიკელების უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დააყენა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მსგავსი სახით სპეცსამსახურების გამოაშკარავება, რომელთაც აშშ-ს ტერორისტებისა და სხვა მტრებისგან უნდა დაიცვას, ზიანს აყენებს, თუმცა დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს წარმომადგენელი გასაჯაროებული დოკუმენტების ავთენტურობის შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, Wikileaks-მა ათი ათასამდე დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად კომპიუტერული ვირუსების შესახებ ინფორმაციას მოიცავს. აღნიშნული ვირუსების საშუალებით, დაზვერვა კომპიუტერების, ტელეფონებისა და ტელევიზორების გამოყენებით, მოქალაქეთა ფარულ მიყურადებას ახორციელებდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ ერთობლივი გამოძიება დაიწყეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)