|
2017-03-02 16:33:16, 848 ნახვა
სამხედრო
გენერალი პეტრ პაველი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მოვამზადოთ
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ პეტრ პაველის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მტკიცედ უჭერს მხარს. როგორც მან თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველო ნატო-სთვის მაღალი ღირებულების პარტნიორია. მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა საქართველო მომავალში ნატოს წევრობისთვის მოამზადონ. „დიდი მადლობა საქართველოს ხელისუფლებას თქვენს ლამაზ ქვეყანაში მოწვევისთვის. ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ამ თვალსაზრისით, მოვუწოდებთ რუსეთს, უკან გამოიწვიოს ორი რეგიონის აღიარება. საქართველო გახლავთ მაღალი ღირებულების პარტნიორი ნატო-სთვის. გავამყარეთ ჩვენი პარტნიორობა ოპერაციებში, მსხვერპლიც გავიღეთ ერთად. აღნიშნული პარტნიორობა ნათლად ასაბუთებს საქართველოს, როგორც პარტნიორის სანდოობას. მე ასევე არ უნდა დამავიწყდეს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, რაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფლაგმანია და რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებაში. ხანგრძლივი გზაა გასავლელი წევრობისთვის. ჩვენ ახალი წევრების მოლოდინში ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ რათა საქართველო მოვამზადოთ ნატო-ს წევრობისთვის“, - განაცხადა გენერალმა პეტრ პაველმა. ცნობისთვის, ნატო-ს სამხედრო კომიტეტი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)