|
2017-03-01 13:40:32, 1012 ნახვა
სამხედრო
I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მედლებით დაჯილდოვდა
ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის XI ბატალიონის გაძლიერებული ასეულის პირადი შემადგენლობა „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის მედლებით დაჯილდოვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა იურგენ ვაითმა, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, გენერალ-მაიორმა მარტინ სმიტმა, საშტაბო უზრუნველყოფის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა პიეტრო ტორნაბენმა, ლოგისტიკის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა ედუარდ პენტამ და საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა რიჩარდ კაიზერმა „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობისთვის ნატოს მედლებით დააჯილდოვეს. დაჯილდოების ცერემონიალს „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინის ხელმძღვანელი პირები და ბაზაზე მომსახურე კოალიციური ძალების სამხედროები დაესწრნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული საერთაშორისო მისიაში ოქტომბრის თვიდან მონაწილეობს. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინის შიდა და გარე პერიმეტრის დაცვა, ასევე ბაზაზე მყოფი მაღალი რანგის პირების და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)