18:14 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 14:08:09, 1996 ნახვა

კომენტარი
ედიშერ ქარჩავა მეუფე პეტრეს დაკითხვაზე: დეკანოზის დაკითხვის შემდეგ შესაძლოა, გამოძიებას კონკრეტულ პირებთან კითხვები გაუჩნდა

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, შესაძლოა გამოძიებას, მამა გიორგი მამალაძის დაკითხვის შემდეგ, კონკრეტულ პირებთან კითხვები გაუჩნდა, - ასე უპასუხა იურისტმა ჟურნალისტის კითხვას მეუფე პეტრეს დაკითხვაზე დაბარების თაობაზე. 

როგორც ქარჩავამ აღნიშნა, მეუფეს ჰყავს ინტერესების დამცველი და მასთან ერთად აპირებს პროკურატურაში მისვლას. 

"​მე ვვარაუდობ, რომ გუშინ მამა გიორგის დაკითხვის შემდეგ, როგორც მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, მან დაასახელა გარკვეული პირები და ამით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შესაძლებელია რაღაც შეკითხვები გაუჩნდა გამოძიებას სხვადასხვა პირებთან მიმართებაში", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ​.

იურისტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროკურატურიდან შორენა თეთრუაშვილის დაკითხვის შესახებ უწყება არ მისულა.

"​ამ ეტაპისთის არ ვფლობ ინფორმაციას და შესაბამისად არ ყოფილა უწყება შორენა თეთრუაშილის პროკურატურაში დაბარების შესახებ. თუმცა, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ როდესაც ამოიწურება ბრალდებულთან ყველა შეკითხვა და დაკითხვა, ამომწურავ პასუხებს გავცემთ არა მარტო ჩვენ, არამედ ისინიც ვისაც სავარაუდოდ მამალაძე დაასახელებს თავის ჩვენებაში", - აღნიშნა ქარჩავამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics