|
2015-04-02 10:46:30, 799 ნახვა
სამართალი
ირაკლი შოთაძე: ბესიკ ხარძიანის საქმეში მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მოპოვებული
საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე გამოძიება 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მოპოვებული. ამის შესახებ შოთაძემ "მაესტროს" ეთერში განაცხადა. თუმცა, ირაკლი შოთაძე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოძიების მიმდინარეობის დეტალებზე არ საუბრობს. "უპირველეს ყოვლისა, მინდა მივუსამძიმრო ბესიკ ხარძიანის ოჯახს მომხდარი ტრაგიკული შეთხვევის გამო, ეს ჩვენთვისაც იყო ძალიან გაუგებარი და სასტიკი შემთხვევა. ბესო ხარძიანი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს პროკურატურასთან. კონკრეტულად, საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც ის პრეტენზიებს აყენებდა, რომ მას იძულებით დაათმობინეს კუს ტბის წილები. ამ საქმეზე საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა ბოლო პერიოდში საგამოძიებო მოქმედებები, რომლებშიც უშუალოდ საკმაოდ აქტიურად ჩართული იყო ბესო ხარძიანი.იგი სრულად იყო ინფორმირებული საქმის მიდინარეობის შესახებ და მან იცოდა, რომ საქმე დასკვნით ფაზაში იყო შესული.შესაბამისად, ჩვენთვის ის, რაც მოხდა არის საკმოად მძიმე შემთხვევა და საქართველოს პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს სატიკი მკვლელობა გამოძიებული იქნას და დამნაშავე მკვლელები ყველანი კანონის მთელი სიმკაცრით იქნენ დასჯილები. რაც შეეხება ხარძიანის განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეს, საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ მომხდარი ფაქტის შემდგომ საქართველოს პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, სადაც ჩართულია საქართელოს პროკურატურის ათეულობით გაომძიებელი.მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა გარეშე საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა შეუძლებელი იქნება. ჩვენს ოპერატიულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო.გამოძიების ეტაპზე მე შევიკავებ თავს საქმის დეტალებზე საუბრისგან, თუ რა არის ამ ეტაპზე დადგენილი გამოძიებაში, ვინაიდან ეს დააზიანებს გამოძიების მიმდინარეობას და ხელს შეუშლის დამნაშავეთა მხილებას ამ საქმეში.საქმეზე მრავალი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული. საკმაოდ დიდი ინფორმაციაა მოპოვებული ჩვენგან, თუმცა დეტალებისგან თავს შევიკავებ",-განაცხადა ირაკლი შოთაძემ. მან ჟურნალისტებს, გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას მოთმინებისკენ მოუწოდა. "მინდა მოვუწოდო ტელევიზიებს, ჟურნალისტებს, საზოგადოებას, დაზარელებულის ოჯახის წევრებს, გამოიჩინონ მოთმინება, პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ სასტიკი დანაშაულის ჩამდენი დამნაშავეები დაისაჯონ",-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)