13:36 - 04 May, 2026
|
2017-02-25 20:23:03, 3159 ნახვა
მსოფლიო
მთიან ყარაბაღში სამხედროების შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა
მთიან ყარაბაღში კონფლიქტში ჩართულმა მხარეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. სამხედროების შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანის სამხედრო მეთაურობის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ფიზულინის რაიონში აზერბაიჯანელი სამხედროების პოზიციების გარღვევა და სიმაღლეების აღება სცადეს, თუმცა ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და უკან დაახევინეს. ბაქოში აცხადებენ, რომ მსხვერპლია ორივე მხრიდან, თუმცა დაღუპულთა რაოდენობას არ აკონკრეტებენ. ბაქოს ვერსიას უარყოფს სომხეთი. ერევანი და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლები ბაქოს დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სწორედ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გახსნეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)