|
2017-02-22 13:23:56, 2594 ნახვა
ეკონომიკა
აიწყე ცხოვრება ტერაბანკთან ერთად!
დღეიდან ტერაბანკი ფართომასშტაბიან გათამაშებას იწყებს - აიწყე ცხოვრება ტერაბანკთან ერთად! აწყობილი ცხოვრების ტერაბანკისეული ფორმულა შემდეგია - გარემონტებული ბინა ვაკეში, 2016 წლის ავტომანქანა Toyota RAV4, ხელფასი 2000 ლარის ოდენობით და საგზური ევროპის ნებისმიერი მიმართულებით. ამ ყველაფრის მფლობელი ის იღბლიანი გახდება, რომელიც 22 თებერვლიდან 15 ივნისის ჩათვლით ტერაბანკში აიღებს სესხს ან გახსნის ანაბარს ლარის, ევროს ან დოლარის ვალუტაში. სესხის აღების შემთხვევაში ყოველ 1000 ერთეულზე მომხმარებელს გადაეცემა 1 ბილეთი, ხოლო ანაბრის გახსნის შემთხვევაში ბილეთების რაოდენობა ორმაგდება. აქციის მსვლელობისას ტერაბანკი გაათამაშებს სამ შუალედურ პრიზს - 3 სასაჩუქრე ნაკრებს სახლისთვის, მანქანისთვის და მოგზაურობისთვის. შუალედური პრიზების გათამაშება მოხდება 20 მარტს, 20 აპრილს და 20 მაისს 20:00 საათზე ტერაბანკის ოფიციალურ Facebook გვერდზე ლაივსტრიმის მეშვეობით. ფინალური გათამაშება გაიმართება 20 ივნისს, 20:00 საათზე! გათამაშების ფარგლებში ტერაბანკში მოქმედებს განსაკუთრებული პირობები ვადიან ანაბრებსა და საკრედიტო პროდუქტებზე. პირობების გასაცნობად ეწვიეთ ტერაბანკის ოფიციალურ გვერდს: terabank.ge ტერაბანკი - ჩემი ფინანსური სახლი, 17 წელია, რაც ქართულ საბანკო ბაზარზეა. ბანკი 1999 წლის 10 დეკემბერს დაარსდა. 2007 წლის 30 დეკემბერს არაბულმა „დაბი ჯგუფმა“ საქართველოში პირველი ინვესტიცია განაახორციელა და ბანკი შეისყიდა.
(NS)
ყირიმის ხიდი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შემდეგ ჩამოინგრა
კალაძე საცობებზე - გზების გაფართოებისა და ესტაკადების მშენებლობის ეფექტი დროებითია
კალაძე საცობებზე - უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის
დეკანოიძე - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები განსაკუთრებული აგრესიით, ფაქტების უგულებელყოფითა და აშკარა მიკერძოებით განიხილავენ მართლმსაჯულების რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



