|
2015-04-01 15:42:12, 463 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: საწყენია, როცა მთავრობის მისამართით უსამართლო კრიტიკას ჩვენი გუნდის წევრის, პრეზიდენტის მხრიდან ვისმენთ
„ცოტა საწყენია, როცა მიუთითებენ გუნდურობაზე და მაშინ ჩვენ ვისმენთ ჩემი აზრით გაუმართლებელ და უსამართლო კრიტიკას მთავრობის წევრების, მთავრობის მუშაობის მისამართით ჩვენი გუნდის წევრის, პრეზიდენტის მხრიდან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვიმლა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით, კოალიციამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ გასული წლის მსგავსად, პრეზიდენტის გამოსვლაზე მთავრობის დასწრება აუცილებელი არ იყო. „როდესაც საუბარი იყო იმის თაობაზე, უნდა დაესწროს თუ არა მთავრობა პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში, ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა კოალიციაში. კოალიციის საერთო გადაწყვეტილება, აზრი იყო, რომ ვინაიდან ჩვენ აღარ გვსურს პომპეზური იყოს ყველაფერი და ის ღონისძიება, რომელიც გაიმართა გუშინ და რომელზეც გასულ წელს, ახალი კონსტიტუციის, რეალობის გათვალისწინებით არ ჩაითვალა საჭიროდ მთავრობის დასწრება პრეზიდენტის გამოსვლაზე, ეს გადაწყვეტილება ჩვენ დავტოვეთ ძალაში და წელსაც ვთქვით, რომ მთავრობა უბრალოდ არ დაესწრებოდა, ვინაიდან არ იყო ამის აუცილებლობა. ეს იყო პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში და ჩემთვის ცოტა საწყენია, როცა მიუთითებენ გუნდურობაზე, ერთი გუნდის დემონსტრირებაზე და მაშინ ჩვენ ვისმენთ ჩემი აზრით გაუმართლებელ და უსამართლო კრიტიკას მთავრობის წევრების, მთავრობის მუშაობის მისამართით ჩვენი გუნდის წევრის, პრეზიდენტის მხრიდან. ეს ძალიან სამწუხაროა ჩემთვის“, - განაცხადა პრემიერმა. ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მოსახლეობას მთავრობა არ აურჩევია იმისათვის, რომ პრეზიდენტის მხრიდან მთავრობისადმი კრიტიკა ან პრეზიდენტის მისამართით პრემიერ-მინისტრის პასუხები მოისმინოს. „მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ მოსახლეობამ არ აგვირჩია იმისთვის, რომ მოისმინოს პრეზიდენტის კრიტიკა მთავრობისადმი ან ჩემი პასუხები პრეზიდენტის მისამართით. მიმაჩნია, რომ ეს არის სირცხვილი და მიმაჩნია, რომ ჩვენ არ გვაქვს ამისათვის დრო. არ უნდა მივცეთ ჩვენს თავს უფლება, რომ დრო დავხარჯოთ ისეთ საკითხებზე, რომელიც არ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის პრიორიტეტს. მაგრამ, ვინაიდან საჯარო იყო ეს გამოსვლა, თუმცა არასოდეს არ მოუმართავს პრეზიდენტს, მინდა სრული პასუხისმგებლობით ვუთხრა მოსახლეობას, არასოდეს არ მოუმართავს პრეზიდენტს რაიმე კითხვით ან რაიმე ინიციატივით. ყოველთვის მე ვიყავი ინიციატორი ჩემს მიერ განხორციელებული ზარების, შეხვედრების და ასე შემდეგ“, - განაცხადა პრემიერმა.
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
მოზარდი, რომელსაც მკვლელობისთვის წარდგენილი ბრალი შეუმსუბუქდა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს
რუსმა ბლოგერმა და ტელეწამყვანმა ანასტასია ივლეევამ, საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია
ლუკაშენკომ ამერიკელებთან უარყო ბრალდებები ბელარუსში რეპრესიების გაგრძელების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)