03:43 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 14:36:18, 2177 ნახვა

კომენტარი
გიორგი მარგველაშვილი: უნდა მივცეთ ყველა მხარეს შესაძლებლობა, დაამტკიცოს თავისი სიმართლე

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპატრიარქო ცოტა ხნის წინ დატოვა.

როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასულიერო პირები არსებული სირთულეების შესახებ ღიად საუბრობენ. პრეზიდენტი ისურვებდა, რომ რაიმე პრობლემის ირგვლივ ასეთივე დემოკრატიული, ჯანსაღი დისკუსია მიმდინარეობდეს  პოლიტიკურ წრეებშიც.

ქვეყნის მეთაურის პოზიციაა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე ყველა მხარეს, მათ შორის  გამოძიებას სიმართლის დამტკიცების  შესაძლებლობა უნდა მიეცეს და პოლიტიკური ჩარევები არ უნდა განხორციელდეს.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოში შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯელობენ. შეხვედრას სასულიერო პირები ესწრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics