|
2015-04-01 13:49:41, 6854 ნახვა
კულტურა
კვირის დოკუმენტი - ლადო გუდიაშვილის ესკიზები
ეროვნული არქივის კვირის დოკუმენტი - ლადო გუდიაშვილის ნაკლებადცნობილი ესკიზები ერეკლე ჯაბადარის ოპერისათვის „გულნარა“. მუყაო, აკვარელი. 1924 წელი, პარიზი. ერეკლე ჯაბადარმა ოპერის ლიბრეტოდ გამოიყენა ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა „ელეონორა“. „გულნარა“ 1924 წელს ოპერა „გრანდ-ოპერის” რეპერტუარში შეიტანეს; დადგმა არ განხორციელებულა, თუმცა ნაწყვეტები ოპერიდან რამდენჯერმე შესრულდა. ერეკლე ჯაბადარის პირადი საარქივო ფონდიდან. ფოტოს ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia. „კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რაც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)