08:50 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-01 13:43:53, 624 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრი რეგიონებში გაცნობით შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე გიორგი პაპავა ქალაქ გორის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეები ყოფილ პატიმართა დასახმარებლად და არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

როგორც გიორგი პაპავამ განაცხადა, „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ეფექტიანად განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა.

„ჩვენი ცენტრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების ინფორმირება დანაშაულის პრევენციაზე მიმართული პროგრამების შესახებ. გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ძირითადი დრო დაეთმო ყოფილი პატიმრების დასახმარებლად ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას. ვიმსჯელეთ იმ თემებზე, თუ როგორ შეიძლება შევქმნათ საერთო რესურსები და სერვისები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ჩვენს თანადგომას“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.

ქალაქ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროგრამებს.

„ჩვენ ვისაუბრეთ დანაშაულის პრევენციაზე არასრულწლოვნებში და ასევე, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის საკითხებზე.  ეს პროგრამები სოციალურად ძალიან აქტუალურია. ფაქტია, რომ არსებობენ ასეთი ოჯახები და ადამიანები. მათ უნდა ვუჩვენოთ, რამდენად მნიშვნელოვანები არიან ისინი ჩვენთვის. შევთანხმდით, რომ გავცვლით გეგმებსა და ღონისძიებების ნუსხას, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს ჩვენი თანამშრომლობა“, - განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა. 

დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადეგნლებმა ანალოგიური გაცნობითი შეხვედრები გამართეს ხაშურის მუნიციპალიტეტშიც.

როგორც ცნობილია, დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი ძირითადი პროგრამაა ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია. პირველი სახელმწიფო პროგრამის  მიზანია საქართველოში დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილების ხელშეწყობა,  სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ცენტრი ასევე მუშაობს არასრულწოვნებში განრიდება-მედიაციაზე, დანაშაულის ჩადენის რისკფაქტორების მატარებელ არასრულწლოვნებთან და ახორციელებს  პირველადი დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics