|
2017-02-17 12:49:17, 916 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ახალი ამბულატორიული ცენტრი გახსნა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ლელა სურმანიძე ახალი ამბულატორიული ცენტრის გახსნას დაესწრნენ. სამედიცინო კორპორაცია „ევექსმა“ ცენტრი ს. ხიმშიაშვილის N20-ში გახსნა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო ცენტრი პაციენტებს მომსახურებას თანამედროვე ინფრასტრუქტურით, უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითა და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის სთავაზობს, რომელიც ასევე ჩართულია ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში. ამბულატორიულ ცენტრში დამონტაჟებულია რიგის მართვის სისტემა, რომლის დახმარებით პაციენტები დროის დანაკარგის გარეშე, შეუფერხებლად შეძლებენ ყველა პროფილის სამედიცინო მომსახურების მიღებას, მათ შორის ოჯახის ექიმის კონსულტაციას უფასოდ. 20, 21 და 22 თებერვალს ახალგახსნილ ამბულატორიულ ცენტრში მოსახლეობას საშუალება ექნება სხვადასხვა სამედიცინო მიმართულების ექიმებისგან მიიღოს კონსულტაციები და საჭიროებისამებრ ჩაიტაროს ლაბორატორიული კვლევები სრულიად უფასოდ. სამედიცინო კონსულტაციებზე წარმოებს წინასწარი ჩაწერა: 2 55 05 05
(NS)
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)