|
2017-02-16 19:23:37, 797 ნახვა
სამხედრო
ჯეიმს მატისი: პატივს ვცემ საქართველოს კონტრიბუციას ნატოს ბრძოლის ველზე
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიუსელში შედგა პირველი კომუნიკაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისს შორის. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მადლიერებას გამოხატავს საქართველოს მიმართ, ნატოს საერთაშორისო მისიებში გაღებული წვლილისთვის: „ჩვენ შევხვდით ნატოს უახლოეს პარტნიორს, საქართველოს. მე გამოვხატე ჩემი აღფრთოვანება და პატივისცემა საქართველოს კონტრიბუციისა და მათ მიერ გაღებული მსხვერპლის მიმართ, რომელიც ამ ქვეყანამ ნატოს ბრძოლის ველზე, ავღანეთში გაიღო,“ - განაცხადა ჯეიმს მატისმა. აშშ-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს თავდაცვის მინისტრმაც შეაფასა. ლევან იზორიას განცხადებით, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მიმართ მკაფიო მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. „ჩვენთან შეხვედრის დროს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ხაზგასმით დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელების მკაფიო სურვილი გამოთქვა, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის წლების განმავლობაში არსებობს. ორ ქვეყანას შორის არსებული სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გაფორმებული მემორანდუმით და უსაფრთხოების მიმართულებაზე, განსაკუთრებით კი თავდაცვის სფეროში გაფორმებული სამ წლიანი ჩარჩო ხელშეკრულებით გამოიხატება, სოლიდურ საფუძველს გვაძლევს განვახორციელოთ ძალიან ამბიციური პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. საქართველოს მზადყოფნის პროგრამაზე მე საზოგადოებას მრავალგზის მივაწოდე ინფორმაცია. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში იგეგმება ვაზიანში ერთობლივი ძალისხმევით საწვრთნელი ცენტრის მშენებლობა. ეს იქნება საუკეთესო შესაძლებლობა იმ მთავარი პრაქტიკული მიზნის განხორციელებისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და მდგრადობის განმტკიცება ქვია“, - აღნიშნა მან.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)