|
2015-01-13 10:01:26, 4461 ნახვა
სამართალი
პენსიონერების თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ახმეტის რაიონული სამმართველოს და ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითური დაჯგუფების წევრები დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 1983 წელს დაბადებული გიორგი ა, 1960 წელს დაბადებული გიორგი ტ. და 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ელენე ი. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით მოქმედებდნენ, ხანდაზმულ პენსიონერებს გაერო-ს წარმომადგენლების სახელით ეცნობოდნენ და რამდენიმეთვიანი საპენსიო სესხის აღების სანაცვლოდ, ფინანსურ დახმარებას და პირველადი მოხმარების პროდუქტებით უზრუნველყოფას პირდებოდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს პენსიონერები სესხის აღების მიზნით „ლიბერთი ბანკში“ მიჰყავდათ და დოკუმენტაციაზე ხელს აწერინებდნენ. თანხებს, რომლებიც პენსიონერებს კრედიტის სახით უმტკიცდებოდათ, ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დაკავებულებმა ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენში მცხოვრები მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან 1575 ლარი, თელავში სოფელ კონდოლში მცხოვრები ქალბატონების ანგარიშებიდან - ჯამში 1500 ლარი, ხოლო გარდაბნის რაიონის მკვიდრი სამი მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან - 3000 ლარი მიითვისეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ა. და ელენე ი. რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე, ხოლო გიორგი ტ. თბილისში, მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით).
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)