|
2017-02-15 11:19:47, 3186 ნახვა
მსოფლიო სხვადასხვა
„კუ-კლუქს-კლანის“ ლიდერის მკვლელობაში მისი მეუღლეა ეჭვმიტანილი
რადიკალური რასისტული ორგანიზაცია "კუ-კლუქს-კლანის" ლიდერის, 51 წლის ფრენკ ანკონის ცხედარი მდინარე მისურის ნაპირზე იპოვეს, - ამის შესახებ The New York Times იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ანკონის მკვლელობაში მისი მეუღლე და მეუღლის ვაჟია ეჭვმიტანილი. როგორც გამოცემა წერს, ანკონი 9 თებერვალს, საკუთარ სახლში ოჯახური კამათის დროს მოკლეს. ამის შემდეგ კი 44 წლის მალისა ანკონმა, მეუღლის ცხედარი, შვილის დახმარებით, მდინარეში გადააგდო. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, გარდაცვლილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული. ამასთან, მათივე თქმით, ანკონის მკვლელობა მის კლანში წევრობას არ უკავშირდება. ცნობისთვის, ფრენკ ანკონი "კუ-კლუქს-კლანის" წევრი 30 წლის განმავლობაში იყო. ის ხელმძღვანელობდა კლანს 2009 წელს. დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ მცირე 29 კონკურენტული დაჯგუფება მოქმედებს, რომლებიც ერთმანეთს მედიის და მოსახლეობის ყურადღების მიქცევაში ეჯიბრებიან. შეგახსენებთ, რომ "კუ-კლუქს-კლანი" 1865 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ აშშ-ში შეიქმნა. იმ დროისთვის ორგანიზაციის წევრების რაოდენობა 6 მილიონს აღწევდა. ისინი კლავდნენ და ლინჩის წესით ასამართლებდნენ ფერადკანიანებს, მათ დამცველებს და ასევე, კომუნისტებს. აღსანიშნავია, რომ ბევრი საქმე სადაც კლანის წევრები ფიგურირებდნენ ამ დრომდე გახსნილი არ არის. აქედან გამომდინარე უცნობია მათ მიერ ჩადინილი მკვლელობების ზუსტი რაოდენობა. დღეს ისინი დასუსტებულები არიან, თუმცა მათი „თეთრი რასის“ იდეები ისევ ცოცხლობს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)