|
2015-03-31 18:53:39, 1073 ნახვა
სამხედრო
IV მექანიზირებულ ბრიგადაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებულ ბრიგადაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე შეხვდა. შეხვედრას ეროვნული გვარდიის სარდალი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, J-3 უფროსი, ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა, წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ. შეხვედრაზე გენერალური შტაბის უფროსი სტუმრებს საქართველოსთვის უელსის სამიტზე მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის შესახებ ესაუბრა. ყურადღება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატზე, ასევე, შეიარაღებული ძალების ოპერატიულ შესაძლებლობებსა და ნატოსთან თავსებადობაზე გამახვილდა. განსაკუთრებით აღინიშნა ნატოსა და ევროკავშირის მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის საკითხი. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის შესახებაც ისაუბრა. გენრალ-მაიორმა თავდაცვის სისტემის გამჭვირვალობის მნიშვნელობა აღნიშნა და საზოგადოებასთან ინტერაქციის გააქტიურების, ერთობლივი საქმიანი ღონისძიებების დაგეგმვაზე ყურადღება გაამახვილა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა პირებმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების რეკომენდაციები მოისმინეს და ამ კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. მოგვიანებით, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მედიის წარმომადგენლებთან ღონისძიება შეაფასა - „შეხვედრა დატვირთული იყო კითხვა-პასუხით. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გავაცანით არსებული ვითარება ნატოს მიმართულებით; ასევე, ვისაუბრეთ იმ რეფორმების შესახებ, რომელიც შეიარაღებულ ძალებში ტარდება. შევეცადეთ საზოგადოებაში, ექსპერტთა შორის დაგროვილ კითხვებზე პასუხები გაგვეცა“. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების განვითარებას, რაც თავის მხრივ დადებით ასახვას ჰპოვებს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე. „თავისთავად, ის პროცესები, რომელიც შეიარაღებულ ძალებში მიმდინარეობს არის საზოგადოების მაღალი ინტერესის საგანი. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ უშუალოდ სამხედროებისგან მივიღეთ ინფორმაცია, თუ რა რეფორმები მიმდინარეობს შეიარაღებულ ძალებში“, - აღნიშნა სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიორგი ცხვიტავამ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ბრიგადის სასადილოში ჯარისკაცის ულუფა დააგემოვნეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს გამჭვირვალობა წარმოადგენს. ამ მიზნით, უწყება აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მათთან რეგულარულად სამუშაო შეხვედრებს მართავს. სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობა ხელს უწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვას და რეფორმების წარმატებით განხორციელებას.
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)