|
2015-03-31 18:19:27, 495 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს დელეგაცია ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია ევროკომისიის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ფრანს ტიმერმანს შეხვდა. შეხვედრას საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ერთად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ. საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს. ხაზი გაესვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" 2015 წლის რიგის სამიტის მნიშვნელობასა და ამ კონტექსტში საქართველოს მთავრობის მოლოდინებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ და ტიმერმანსს სთხოვა ევროკომისიის ანგარიშის დაჩქარებული პროცედურით მიღების საკითხში მხარდაჭერა. „აღსანიშნავია, რომ საქართველო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დასკვნით ეტაპზე იმყოფება. მ.წ. დეკემბრიდან საქართველოში განხორციელდა შემფასებელი მისიების ვიზიტები, რომლის საფუძველზეც მომზადდება ევროკომისიის ანგარიში. საქართველოს ხელისუფლების მოლოდინია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" 2015 წლის მაისში დაგეგმილი რიგის სამიტზე შეასაბამისი რეფორების წარმატების სრულყოფილი აღიარება და ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის მიღება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
მოზარდი, რომელსაც მკვლელობისთვის წარდგენილი ბრალი შეუმსუბუქდა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს
რუსმა ბლოგერმა და ტელეწამყვანმა ანასტასია ივლეევამ, საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია
ლუკაშენკომ ამერიკელებთან უარყო ბრალდებები ბელარუსში რეპრესიების გაგრძელების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)