|
2017-02-13 14:01:44, 1923 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელია: თბილისის მერს რამდენიმე საათს ვაძლევთ, მერიის შენობა ივანიშვილის სასახლე ხომ არ არის
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს წევრები დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას მათთან შესახვედრად, რამდენიმე საათს აძლევენ. როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ დავით ნარმანია მათ არ შეხვდებათ, ისინი დედაქალაქის მერიის შესასვლელის პიკეტირებითა და მასშტაბური აქციით იმუქრებიან. „თბილისის მერს რამდენიმე საათს ვაძლევთ, რომ ჩამობრძანდეს და პასუხი გაგვცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნარმანია ივანიშვილთან ერთად, საკუთარი თვალებით დაინახავს, აქ შეკრებილი ხალხი როგორ აზვირთდება და თავად დაუკეტავს კარებს. ნარმანიას კადნიერება ეყო და მილიონი მისცა ნაზღაიძის ოჯახს. ამაზე პასუხს არათუ არ გვცემს, ქალაქის მერიის ცენტრალურ შესასვლელსაც კეტავს. მერიის შენობა ივანიშვილის სასახლე ხომ არ არის?!“, - განაცხადა ნიკა მელიამ. მისი თქმით, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. „ნარმანიამ რუბიკონი გადალახა. შეუქცევადი პროცესებია დაწყებული და ეს ყველაფერი მისთვის ცუდად დამთავრდება“, - აღნიშნა მელიამ. ცნობისთვის, რვა პარტიის ფარგლებში შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრები და აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერიის შენობაში შესვლას ითხოვენ. მერიის შესავლელი ბლოკირებულია, სამართალდამცველები და მერიის უსაფრთხოების სამსახური აქციის მონაწილეეგბს შესვლის უფლებას არ აძლევს. საკოორდინაციო საბჭო ქალაქის მერის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და თბილისისთვის იმ ქონების დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც 24 დეკემბერს, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახს გადაეცა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)